jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული საერთაშორისო გამოცემების, Le Figaro-ს, The Telegraph-ის, GQ-ს, Die Presse-ის, Snow-ს, Backcountry Magazine-ის, Downdays-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრესტურის ფარგლებში საქართველოს საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან წამყვანი ჟურნალისტები ეწვივნენ.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე და მესტია მოინახულეს. ჟურნალისტებმა მესტიაში ფრირაიდის მსოფლიო ტური გააშუქეს.

„საქართველოში პირველად ვარ, გაოცებული ვარ ხედებით. ხალხი ძალიან მეგობრულია, საუკეთესო ხარისხის თოვლია, სწრაფი საბაგიროა, სვანეთში საოცარი გამოცდილება მივიღე. ვამზადებ სტატიას, რომლის სათაურიც იქნება „ადვილი თავგადასავალი“, რადგან აქ ყველაფერი ხელმისაწვდომია. პატარა მაღაზიებშიც კი, როდესაც რაიმე დაგჭირდება, ყველა მზად არის, დაგეხმაროს. საქართველო არის მომავალი“, – აცხადებს Le Figaro-ს ჟურნალისტი მეთიუ როსი.

ამასთან, როგორც Die Presse-ის წარმომადგენელმა, ჯოზეფ იბნერიმ აღნიშნა, საქართველოში საოცარი სათხილამურო პირობებია.

„ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, ფრირაიდერების ჯგუფს გავყოლოდით და მაგარი შთაბეჭდილებები მივიღეთ. სვანეთში ძალიან მეგობრული ხალხია, სამთო კურორტი ვითარდება, ნამდვილად საოცარი სათხილამურო პირობებია და, ვფიქრობ, ეს არის ტურისტული მიმართულება, რომელიც პოპულარული გახდება“, – აღნიშნა ჯოზეფ იბნერი.

ტურის მონაწილე ფოტოგრაფის, დომ დაჰერის განცხადებით, საქართველოში მოგზაურობისას მან ექსტრემალური შეჯიბრი და მთები გადაიღო.

„საქართველოში მეორედ ვარ. ერთი მხრივ, ექსტრემალური შეჯიბრი და მთები გადავიღე, რისთვისაც ვმოგზაურობ მთელ მსოფლიოში და ფოტოებს ვიღებ, მეორე მხრივ, ძალიან საინტერესო იყო კულტურული ნაწილი. ვმუშაობ შვეიცარიულ კომპანიაში, FWT – Freeride World Tour-ი, რომელიც ორგანიზებას უწევს მსოფლიო ფრირაიდის ტურებს. ერთ-ერთი ეტაპი სწორედ სვანეთში გაიმართა, ფრირაიდის შემდეგი ეტაპები ავსტრიასა და შვეიცარიაში მოეწყობა“, – განაცხადა ტურის მონაწილე ფოტოგრაფმა დომ დაჰერიმ.

166