janmedi
ავერსი ნემო

 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი, 249 201 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდს 23.4%-ით აღემატება.

ამავე მონაცემებით, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა მეორე კვარტალშიც (აპრილი-ივნისი), როდესაც ქვეყანაში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან 152 975 ვიზიტი განხორციელდა (+19.4%).

„საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ში გაიზარდა: სლოვაკეთი (+51.2%), ფინეთი (+50.3%), ხორვატია (+46.5%), მალტა (+42.1%), სლოვენია (+41.1%), ესპანეთი (+35.7%), ნიდერლანდები (+35.5%), ლიეტუა (+35.2%), შვედეთი (+32.9%), რუმინეთი (+32.2%), კვიპროსი (+30.8%), ავსტრია (+29.3%), საფრანგეთი (+28.0%), უნგრეთი (+26.3%), პორტუგალია (+26.2%), იტალია (+24.1%), ჩეხეთი (+23.8%), გერმანია (+21.0%), ლუქსემბურგი (+17.8%), ბელგია (+16.5%), დანია (+16.3%), ბულგარეთი (+15.4%), ლატვია (+14.3%), პოლონეთი (+10.1%), გაერთიანებული სამეფო (+7.4%), ირლანდია (+5.5)“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 

მათივე ინფორმაციით, 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რაოდენობრივად ყველაზე მეტად ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაიზარდა და რეკორდულ 335.7 მლნ.აშშ დოლარს მიაღწია.

„2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რაოდენობრივად ყველაზე მეტად გაიზარდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან და რეკორდულ 335.7 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 58.6 მლნ. აშშ დოლარით მეტია (ზრდა 21.2%), ხოლო მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 21.1 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 12.1%) და რეკორდულ 194.9 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

110