golden brand
ავერსი ნემო

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. 

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალი ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.

უწყების ცნობით, საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალე სივრცე, სადაც სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ.

როგორც დაგეგმილია, ორი დღის განმავლობაში "ზაფხულის ფესტივალის" სცენას დაიკავებენ ადგილობრივი და მოწვეული ბენდები: „თიკა ბალანჩინი & NEW ONE“, „მიქსტურა“, ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია, ურსა, კახაბერი და ხანუმები, MIX2RA, და SEENთეზი. ფესტივალი ბათუმელი ბენდების მუსიკალური შოუთი გაიხსნება: 4 UP, Ocean Drive, ლათინო ორკესტრალი, „La Fiesta“, „The Emotion“, ,,Why Not” , ,,Ocean Drive, DJ Guri de Sal, DJ ბენე, DJ Chiki , DJ Nugo

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ფრანების შოუ, ასევე გამოფენა-გაყიდვა 150-მდე მეწარმის ჩართულობით.

38