ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, წვლილის შემტანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე თვეა, რაც დაწყებულია მუშაობა ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე.
„ჩემი დავალებით, ეს პროგრამა უკვე გამზადებულია. ამის თაობაზე საზოგადოებას რამდენიმე ხანში წარვუდგენთ უკვე კონკრეტულ გეგმას. აღნიშნული პროგრამა შეეხება როგორც არსებული ლოკაციების, ასევე ახალი ლოკაციების განვითარებას. მომდევნო წელს ჩვენ ვიწყებთ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას, მათ შორის არსებულის სრულ რეაბილიტაციას და ამ მიზნით, ჩვენ გამოვყოფთ 200 მლნ ლარს. 200 მლნ ლარი გამოიყოფა ტურიზმის მიმართულებით, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამაზე, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.