ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში საქართველოში 165 626 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, აღდგენა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.3%-ია, 2021 წლის თებერვალთან შედარებით კი ზრდამ +297% შეადგინა.
თებერვალში განსაკუთრებით გაიზარდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა. 2022 წლის მეორე თვეში საქართველოში 137 148 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, აღდგენა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55.4%-ია, ხოლო 2021 წლის თებერვალთან შედარებით ზრდამ +282% შეადგინა.
ტურიზმის აღდგენის სწრაფი დინამიკა აისახა შემოსავლებზეც. 2022 წლის თებერვალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 105 218 484 დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 62.2%-ით აღდგენაა. 2021 წლის თებერვალთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 91 568 460 (+670.8%) დოლარით გაიზარდა.