საინვესტიციო კომპანია Galt And Taggart-მა მიმდინარე წლის ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი განაახლა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წელს საქართველო ტურიზმიდან შემოსავლის სახით 1,2 მლრდ ლარს მიიღებს, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 36%-ია. ანუ გამოდის, რომ წელს ტურიზმი 2019 წელთან შედარებით 36%-ით აღდგება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლების სახით 103,5 მლნ დოლარი მიიღო.