23 მარტიდან N293, N387, N393, N305, N319, N321 და N336 მარშრუტებს 12- მეტრიანი ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პირველ აპრილამდე A კატეგორიის ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ექსპერტიზით დადგენილი მძიმე ტექნიკური მდგომარეობის გამო, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველო-ლუქსემბურგის მატჩთან დაკავშირებით, 21 მარტის 01:00 საათიდან 22 მარტის 07:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, გამთენიისას, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ გასააქტიურებელი ნებართვები პირველ აპრილამდე გააქტიურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად გაუქმდება.
დედაქალაქის მოსახლეობას 18-მეტრიანი ავტობუსები 16 მარტიდან უკვე N301 მარშრუტზეც მოემსახურება.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ცენტრალურ ქსელს აწყობს. მიმდინარე პროექტი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
MAN-ის მარკის ახალი ავტობუსები დღეიდან N314 მარშრუტზეც გავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.