დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცნტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე დღეს ჩამოწვა მიწა. უკან საბავშვო ბაღის ტერიტორია დანაპრალებულია .
ამის შესახებ გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ვაშლიჯვარში მადაგონის წინ ისევ კორპუსის მშენებლობა, ისევ არასწორად მოჭრილი გრუნტი, რომელიც არღვევს ფერდის სტაბილურობას! დაიძრა გრუნტი. დღეს ჩამოწვა მიწა. უკან საბავშვო ბაღის ტერიტორია დანაპრალებულია. სასწრაფოდ ფერდი გასამაგრებელია! 2 თვის წინ ვაფრთხილებდით. რატო გვეუბნებიო, ჩვენ მოგვდგა ზოგიერთი ჩიტირეკია!”- თეა გოდოლაძე.