თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, ვაშლიჯვრის ფერდზე დაძრულ მეწყერზე ჩატარებულმა საპრევენციო სამუშაოებმა შედეგი გამოიღო.
ამის შესახებ მერმა თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მეწყრული პროცესების სტაბილიზაცია დაადასტურეს გერმანიიდან მოწვეულმა ექსპერტებმაც.
"კერძოდ, მოიხსნა, სამუშაოების შედეგად, მიწის მასის ის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა, დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს და იძლევა ზუსტ ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე. ამჟამად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება", - განაცხადა კალაძემ.