თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვარკეთილში მდებარე მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მაჰათმა განდის ძეგლი უკვე დაზიანებულია, კერძოდ, მოხსნილია სათვალე, ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამაზე.
ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, რთულია მისცე ამ ყველაფერს შეფასება და კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს მშვიდად ადევნებენ თვალყურს უფროსები, რაც ძალიან მძიმეა და რა ვიცი, მინდა, ყველას ვთხოვო, გვერდში დაგვიდგნენ ამ მიმართულებით", - თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ , რომ მაჰათმა განდის ძეგლი ვარკეთილში 10 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა.