თბილისის მერმა, კახი კალაძემ მეტროსადგურ გოცირიძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკვე ეშინია იმის თქმა თუ როდის დასრულდება სამუშაოები.
"ესე იგი, უკვე მეშინია დრო ვთქვა, თუ როდის დამთავრდება, იმდენჯერ მოხდა ვადის გადაწევა. პირველად როცა სამუშაოები დაიწყო პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ მშენებლობის პროცესში გამოიკვეთა - არსებული ბაქანი არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას და მოითხოვდა, რომ მთლიანად ახალი პროექტი განხორციელებულიყო. [...] დაახლოებით, 15 აგვისტოსთვის უნდა დამთავრებულიყო სამუშაოები, თუმცა კომპანიამ მოითხოვა რამდენიმე კვირით ვადის გადაწევა და ჩვენ დავთანხმდით ამას." – განაცხადა კალაძემ.