global distribution
გარე ავეჯი

2025 წლის იანვარ-სექტემბერში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 663 187 ლარი შევიდა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, ანგარიშშია საუბარი.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 2 574 958 ლარის აკუმულირება მოხდა.

ამასთან, წელს 9 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი. მონაცემების მიხედვით, აღნიშნულიდან წელს იანვარ-სექტემბერში ბიუჯეტში 319 321 042 ლარი შევიდა, 2024 წლის იგივე პერიოდში 301 403 752 ლარი.

ცნობისთვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.

13