თბილისის მერი, კახა კალაძე კონტრაბანდის გადატანაზე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხ დამაურა და მას "მტკნარ სიცრუეს" უწოდა.
დედაქალაქის მერის თქმით, ინფორმაცია პროვოკაციაა, რომლის მიზანიც უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის გაფუჭებაა.
"დღეს გავრცელებული მტკნარი სიცრუე, თითქოს საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საქართველოს გავლით კონტრაბანდის შემოტანაზე, მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობებზე ჩრდილის მიყენებას. მათ ვინც ამის უკან დგა, ცუდი ზრახვები აქვთ ორი მეგობარი ქვეყნის მიმართ", - წერს კალაძე twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის დაზვერვამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის.