gorgia
ავერსი legi

„თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით 10 თვეში ბიუჯეტი 12.479 ლარით შეივსო. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 12 479 169 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 14 703 767 ლარი.

ამასთან, წელს მხოლოდ ოქტომბერში, „თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით ხაზინა 1.7 მლნ ლარით შეივსო.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა.

უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ოქტომბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 217 763 035 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 189 165 884 ლარი.

ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.

41