global distribution
გარე ავეჯი

თბილისში ორი ახალი საბაგირო ხაზი მოეწყობა - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

მერიის ინფორმაციით, „საბაგიროს ორი ახალი ხაზი აშენდება. სარაჯიშვილი-ზღვის უბნის ხაზი, რომელიც ახალ პარკს უმოკლესი გზით დააკავშირებს მეტრო სარაჯიშვილთან. ეს საბაგირო დღეში 22 ათას მგზავრს მოემსახურება.

ისანი-ვაზისუბნის ახალი საბაგირო კი, ვაზისუბანსა და მეტრომშენს, მეტრო ისანთან დააკავშირებს. საბაგირო დღეში 35 ათას მგზავრს მოემსახურება.

თბილისში ორი ახალი საბაგირო ხაზი მოეწყობა - ლოკაციებითბილისში ორი ახალი საბაგირო ხაზი მოეწყობა - ლოკაციები
თბილისში ორი ახალი საბაგირო ხაზი მოეწყობა - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მერიის ინფორმაციით, „საბაგიროს ორი ახალი ხაზი აშენდება. სარაჯიშვილი-ზღვის უბნის ხაზი, რომელიც ახალ პარკს უმოკლესი გზით დააკავშირებს მეტრო სარაჯიშვილთან. ეს საბაგირო დღეში 22 ათას მგზავრს მოემსახურება.

ისანი-ვაზისუბნის ახალი საბაგირო კი, ვაზისუბანსა და მეტრომშენს, მეტრო ისანთან დააკავშირებს. საბაგირო დღეში 35 ათას მგზავრს მოემსახურება.

ეს სიახლე გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას და გაამარტივებს უბნებს შორის გადაადგილებას“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

ცნობისათვის, ამ დროისთვის თბილისში 3 საბაგირო ხაზი მოქმედებს, ესენია - კუს ტბის საბაგირო, რიყის პარკის საბაგირო, უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო.

 

169