გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის და წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხის, მთაწმინდის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გელოვანის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის და დიდგორის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, თამარაშვილის, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, ცინცაძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.