თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება 17 საათით შეუწყდა - ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს.
საბურთალოს რაიონში - 12 სექტემბრის ღამის 23:00 საათიდან 13 სექტემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდა: მიცკევიჩის, ცაგარელის, ბურძგლას, საირმის, ქართველიშვილის, სიმონ სხირტლაძის, რამიშვილისა და ტანძიის ქუჩებს, ტაშკენტის N1-10, საირმის გორას.
ნაძალადევის რაიონში, 12 სექტემბრის 22:45-დან 13 სექტემბრის 09:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ხერთვისის, გეგუთის, სვირის, მირზაანიის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, ლოტკინის ხევის, ზედამზის, სამღერეთის, ზაქარაიას, გორდის, ლაითურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ინტერნატის, ფილიას, მაღარო, ენისელი, თიგიშვილის, ლეჩხუმის ორბეთისა და ლამისყანის ქუჩებს.
დიდუბის რაიონი, 12 სექტემბრის 21:00-დან 13 სექტემბრის 14:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა:
სამტრედიის, აგლაძის, წყალტუბოს N 1, 2 ,3, 4, მირცხულავას N 10, 12, 14, 16, ცაბაძის N 1, 2, 3, 4, დგებუაძის, სანაპიროს, კოსმონავტების, ხოშარაულის N 27, 29 ქუჩებს.