თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება 11 საათით შეუწყდა. ინფორმაციას კომპანია GWP ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი
სოფ.დიღომი, დ.აღმაშენებლის ქ N 54 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:30-დან 22:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: აღმაშენებლის, მესხის, თამარ მეფის და გორგასლის ქუჩებს.
გლდანის რაიონში
ალეკო გობრონიძის ქუჩის N 7 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12/08 23:50-დან 13/08 16:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; გობრონიძეს N 11 (ბალავარის კორპუსები), გაბაშვილის, შენგელიას, ბრონშტეინის ქუჩებს.
მთაწმინდის რაიონი
წავკისი, მიხეილ თუმანიშვილის ქ N2-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 13:30-დან 19:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: თუმანიშვილის, მარჯანიშვილის, თაყაიშვილის, მანჯგალაძის, ტაბიძის და ასათიანის ქუჩებს.