თბილისის ცალკეულ უბნებში, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" ცნობით, შეზღუდვა შეეხება:
სამგორის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ალუბლების და სულაქველიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაინების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, დომენტი ჟღენტის, კლდეკარის, ლამისყანის, ნაქალაქევის, ორბეთის, სამღერეთის, ხერთვისის, წერონისის, გარეჯის, პიონერის და მარიამ ივანიშვილი-დემურიას ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.