თბილისში, მეტროს მეორე, საბურთალოს ხაზი, დროებით, მგზავრებს ვერ ემსახურება, - ამის შესახებ "Business Time"-ის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
"სამედიცინო-ტექნიკური უნივერსიტეტის მონაკვეთზე ტექნიკური ხარვეზია, რის გამოც, მეორე ხაზის ყველა სადგურზე შეწყდა მგზავრების მიღება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილზე უკვე გასულია შესაბამისი ჯგუფი და მოძრაობა, სავარაუდოდ, მალე აღდგება" - განმარტავენ სატრანსპორტო კომპანიაში.