global distribution
ავერსი გარე ავეჯი

2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ 8 280 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით, „საახალწლო ქალაქის“ მოწყობას, მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს.

ამასთან, როგორც ირკვევა, „საახალწლო ქალაქი“ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა, დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხეც იქვე დაიდგმება და "საახალწლო ქალაქი" 12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება.

„ქალაქ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი შესაბამისი დეკორაციით, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუას (სანტას სახლი) და სახელოსნო.

გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები. მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად.

მოეწყობა კვების და საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონები, ,,საშობაო ბაზარი“ და ,,ტკბილეულის ფესტივალი“.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 2025 წლის 31 დეკემბერს, გრანდიოზული საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება,“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

68