როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე დიდუბის გამგებელი ლევან ჯღარკავა დაინიშნა.
თბილისის განვითარების ფონდს დღემდე სანდრო ტოგონიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც კახა კალაძის თქმით, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.
ჯერჯერობით, უცნობია, ვინ გახდება დიდუბის რაიონის გამგებელი.